Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს გენერალმა მარტინ დემპსიმ და ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა


ავღანეთში ქართველი სამხედროს, გიორგი კიკაძის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარტინ დემპსიმ და ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა. ისინი ტელეფონით ესაუბრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს და სთხოვეს აშშ-ის არმიისა და ევროპული სარდლობის სახელით მიუსამძიმროს სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. სერჟანტი გიორგი კიკაძე ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარდა, 10 დღის შემდეგ კი მისი ცხედარი აღმოაჩინეს. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პოლკოვნიკ ძნელაძესთან სატელეფონო საუბრისას გენერალმა დემპსიმ და ადმირალმა სტავრიდისმა ყურადღება გაამახვილეს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე. სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობის საკითხებზეც.
XS
SM
MD
LG