Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საკმაოდ საიმედოს“ უწოდებენ „ჯიჰადი ჯონის“ სიკვდილის შესახებ ცნობას


მოჰამად ემვაზი, მეტსახელად "ჯიჰადი ჯონი".
მოჰამად ემვაზი, მეტსახელად "ჯიჰადი ჯონი".

აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირი „საკმაოდ საიმედოს“ უწოდებს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ექსტრემისტის „ჯიჰადი ჯონის“ (მოჰამად ემუაზი) სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობას. მანამდე „ბი-ბი-სი“ მაღალი რანგის ბრიტანელ სამხედროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა, „მაღალი ალბათობით“ მოკლა „ჯიჰადი ჯონის“ სახელით ცნობილი ბრიტანელი.

აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა სტივ უორენმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური საავიაციო ოპერაციების შტაბის ოფიციალური წარმომადგენელია, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მოჰამად ემუაზი საავიაციო იერიშის დროს მოკლეს სირიის ქალაქ რაკაში, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაურო ძალებია გამაგრებული. უორენის თქმით, ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება საბოლოო გადამოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG