პირველი არჩევნები გოგოებისთვის
გასული ორი თვის განმავლობაში 4 რეგიონში იმ გოგოებისთვის, რომლებიც პირველად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, „საქართველოს ინსტიტუციური განვითარების ცენტრმა“ შეხვედრები და ტრენინგი ჩაატარა, რათა მათ მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ იმაზე, თუ როგორ მოიპოვეს ქალებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება მსოფლიოში, რა პოლიტიკური ინიციატივები არსებობდა და არსებობს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და, ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ქალთა მაღალ ჩართულობას ხმის მიცემის პროცესში. ამ საკითხებზე გადაცემაში „გენდერული ამბები“ ისუბრებენ გადაცემის სტუმრები მარიამ ჭანჭალეიშვილი - გენდერის მკვლევარი; ანა ნაჭყებია - სოციალური ფსიქოლოგი, ტრენერი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება
დაწერეთ კომენტარი