Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პარლამენტს განუცხადა, რომ რუსეთმა დაიპყრო სუვერენული უკრაინის ტერიტორია, ყირიმი და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როცა უკრაინის ნახევარკუნძული უკანონოდ დაიკავა. 8 დეკემბრის გამოსვლაში, ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო შეჰყურებს უკრაინას და მის ბრძოლას კრემლის დაუნდობელი აგრესიის მიმართ. ბაიდენის თქმით, აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ბაიდენის თქმით, 21 საუკუნეში არც ერთ ქვეყანას შეუძლია შეცვალოს სხვისი საზღვრებიძალით და არცჩვენ შევეგუებით ამასო. ბაიდენმა უკრაინელ კანონმდებლებს უთხრა, რომ მათ ვალდებულება აქვთ სამშობლოს წინაშე, უპასუხონ ისტორიის მოწოდებას და შექმნან გაერთიანებული დემოკრატიული კავშირი, რომელიც დროს ფეხს აუწყობს. ბაიდენის კიევში ჩასვლა მისი უკვე რიგით მეოთხე სტუმრობაა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის დაწყების შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG