Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში ერთმანეთს შეხვდებიან კერი და ლავროვი


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება სოჭში, 12 მაისს, რათა უკრაინის, სირიის და იემენის გარშემო იმსჯელონ. რია-ნოვოსტის წყაროს თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ კერი ჩაიტანს ახალ წინადადებას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ამავე ცნობით, ლავროვი აპირებს კერის განუცხადოს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა მიუღებელია. წყარომ უთხრა რია-ნოვოსტის, რომ კრემლი გარღვევას ამ ვიზიტისგან არ მოელის, მაგრამ მას ძალიან მნიშვნელოვნად თვლის.

XS
SM
MD
LG