Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის ლიდერებთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა მოსკოვს, სადაც შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. განხილვის მთავარი საკითხები იქნება სირიაში არსებული ვითარება, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისი. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ კერის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებას და გაზრდის ჟენევის მოლაპარაკების წარმატების შანსს. მაგრამ მოსკოვში კერის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა გააკრიტიკა ვაშინგტონი და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ და ერთობლივად უნდა იქნეს შემუშავებული მექანიზმი სირიაში მიღწეული საზავო შეთანხმების შესრულების გასაკონტროლებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი ერთპიროვნულად იმოქმედებსო, განაცხადა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ. სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ კონსტრუქციულად თანამშრომლობს რუსეთთან და მოსკოვს ურჩია, თავი შეიკავოს ერთპიროვნული ნაბიჯებისგან. მოლაპარაკებისას ჯონ კერი აპირებს, წამოჭრას უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საკითხიც. სავჩენკოს სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG