Accessibility links

logo-print

ჯონ კერი სოლიდარობის ვიზიტით ესტუმრა ბრიუსელს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბელგიის პრემიერ-მინისტრ შალ მიშელს (მარჯვნივ) ხვდება ბრიუსელში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბელგიის პრემიერ-მინისტრ შალ მიშელს (მარჯვნივ) ხვდება ბრიუსელში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია ბრიუსელს, რათა სოლიდარობა გამოუხატოს ბელგიელ ხალხს და აშშ-ის დახმარება შესთავაზოს ამ ქვეყანას, რომელშიც სამშაბათს აფეთქებების სერია მოაწყვეს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა. კერი მოსკოვიდან ჩაფრინდა ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში, სადაც 22 მარტს ორი აფეთქება მოხდა. იქ მას დახვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი, რომელმაც სტუმარს მადლობის სიტყვებით მიმართა: „მინდა, მადლობა მოვახსენო ჯონ კერისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ბრიუსელში ყოფნისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამჟამად ჩვენ ბელგიასა და მთელს ევროპაში, ამ ტერორისტული თავდასხმების გამო, მძიმე დღეები გვიდგას.“ თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „პრეზიდენტ ობამასა და მთელი ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ბელგიელ ხალხს, ყველა იმ ოჯახსა თუ ცალკეულ პირს, ვინც ამ დღეებში აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.“ სამშაბათს, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მოწყობილი სამი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 31 და დაიჭრა 270-მდე ადამიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG