Accessibility links

logo-print

კახა ბენდუქიძის რეფორმები


კახა ბენდუქიძე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად.

კახა ბენდუქიძე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად.

13 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა კახა ბენდუქიძე, „საქართველოს ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კახა ბენდუქიძე საქართველოში 2004-2009 წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გთავაზობთ კახა ბენდუქიძის რამდენიმე მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა საჭიროა რეფორმების განხორციელება.

2004-2009 წლებში კახა ბენდუქიძის მიერ წამოწყებულ რეფორმებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ის ბევრისთვის დღესაც გაუგებარია, ბევრისთვის კიდევ - მიუღებელი. თავად კახა ბენდუქიძე რადიკალურ რეფორმებში ხედავდა სიღარიბესა და კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას. 2008 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმჟამად სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე მყოფმა ბენდუქიძემ ჟურნალისტებისთვის ვრცელი ლექცია წაიკითხა რეფორმების აუცილებლობის შესახებ. იგი იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობას იხსენებს, როდესაც მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მიიწვიეს.

XS
SM
MD
LG