Accessibility links

25 ივნისს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე. მან ისაუბრა მთავარი პროკურატურის ბრალდების დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ბრალი წარედგინა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
XS
SM
MD
LG