Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა კატასტროფების რისკის მართვა საქართველოში


კახა ბახტაძე

კახა ბახტაძე

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის ორგანიზებით, 19 აპრილს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით ”კატასტროფების რისკის მართვა - გამოწვევა განვითარებისათვის”, რომელშიც ქართველი და უცხოელი მეცნიერები და გარემოსდამცველები მონაწილეობდნენ. მოეწყო საქართველოს ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების ატლასის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში პირველად მომზადდა. როგორც ირკვევა, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული შესაძლო წლიური ზარალი საქართველოში 146 მილიონი დოლარიდან 3.3 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული, სტიქიური მოვლენებისა და მათ მიერ გამოწვეული კატასტროფების რიცხვი კი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის (CENN) პროგრამების მენეჯერს, კახა ბახტაძეს ესაუბრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG