Accessibility links

logo-print
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ მმართველობაში გადასვლას საჯარო მოსამსახურეთა ინდივიდუალური და მასობრივი გათავისუფლებები მოჰყვა. ზოგს თუ სახელშეკრულებო ვადა აღარ გაუგრძელეს, ნაწილს, ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე, დაკავებული პოზიციები უცერემონიოდ დაატოვებინეს. სახელმწიფოს სათავეში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა მტკივნეულად შეეხო ძირითადად თვითმმართველობაში დასაქმებულ რიგით თანამშრომლებს - მათ, ვისაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის ცვლილება ყველაზე ნაკლებად უნდა ეგრძნო. ნატო ბარიხაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აღნიშნულ საკადრო წმენდაში მოყვა. საგარეჯოს გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ექიმი-სპეციალისტი თავის გათავისუფლებას ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩანაცვლებით ხსნის:

„მე ვიყავი „ექიმი-სპეციალისტი“ და იმას, ვინც ახლა დანიშნეს, დაარქვეს „მთავარი სპეციალისტი სამედიცინო დარგში“. საგარეჯოს გამგებელმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ არაპროფესიონალები არიან, იმიტომ გავათავისუფლე და მათ მაგივრად „ქართული ოცნების“ აქტივისტები დავასაქმეო. ამ კომენტარიდან ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივი“.

ახმეტის მუნიციპალიტეტში საკადრო წმენდა გაერთიანებულ ბაღებში განხორციელდა. ამჟამად უმუშევარი, 2006 წლიდან სოფელ მატნის საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე, ლია ვალიშვილი გვიამბობს, თუ როგორ, რომელი ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ ბაღების თანამშრომლები. ვალიშვილის თქმით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების სათავეში ქეთევან მარჩელაშვილის მოსვლისთანავე გაერთიანების 250-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა:

„რა თქმა უნდა, გამოვთქვი პროტესტი, რატომ უნდა გავეთავისუფლებინე. მე არც ამ და არც წინა სახელშეკრულებო პერიოდში არანაირი საყვედური არ მქონია. მიუხედავად ამისა, დამიბარა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა და მითხრა: დამთავრდა ხელშეკრულება, არ მომწონხარ და შენთან თანამშრომლობას აღარ გავაგრძელებო!. ჩემს ადგილზე დანიშნა არასპეციალისტი, პროფესიით ზოოვეტერინარი. მას შემდეგ, რაც ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა, გასული წლის დეკემბრის თვიდან, ქალბატონმა ქეთევანმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებიდან 250-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა“.

დაწერეს ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ბრძანებაზე არ იყო მითითებული გასაჩივრების თარიღი. მე მაშინვე დავუწერე განცხადება აღდგენის შესახებ, რაზეც პასუხი 2 თვე არ გამცა...
მატნის საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე სასამართლოში ჩივილს არ აპირებს. ლია ვალიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბექა ბაიდაურს, და მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, სამსახურში აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. მასობრივი გათავისუფლებების ტალღა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრსაც შეეხო. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი თორნიკე გრიშიკაშვილი კი იმ კატეგორიის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საქმეები სასამართლოში გაასაჩივრეს. გრიშიკაშვილმა გამგეობას სასამართლო პროცესები მოუგო და იგი გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში კვლავ ძველ პოზიციაზე დაბრუნდება:

„დაწერეს ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ბრძანებაზე არ იყო მითითებული გასაჩივრების თარიღი. მე მაშინვე დავუწერე განცხადება აღდგენის შესახებ, რაზეც პასუხი 2 თვე არ გამცა“.

ალექსი ტუსნიაშვილი თელავის სასამართლოში თორნიკე გრიშიკაშვილის უფლებებს იცავს. ადვოკატის თქმით, მათ მიერ მოთხოვნილი ოთხივე პირობა დაკმაყოფილებულ იქნა და თელავის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ყოფილ თანამდებობაზე უახლოეს მომავალში აღდგება:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გარდა, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. გათავისუფლების კუთხით ლიდერობენ გურჯაანი, ახმეტა და სიღნაღი...
„ჩვენი ადვოკატირებით მომზადდა სარჩელი და შევიტანეთ თელავის რაიონულ სასამართლოში. 2013 წლის 5 ივნისს დაკმაყოფილდა ჩვენი ოთხივე სასარჩელო მოთხოვნა“.

ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად დეტალურად სწავლობენ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კახეთის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ, მოკვლეული მასალების მიხედვით, მხოლოდ კახეთის რეგიონში არჩევნებიდან მათი ანგარიშის გამოქვეყნებამდე სამსახურის გარეშე 800-ზე მეტი ადამიანი დარჩა:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გარდა, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. გათავისუფლების კუთხით ლიდერობენ გურჯაანი, ახმეტა და სიღნაღი. ზემდგომი თანამდებობის პირებიდან ადგილი ჰქონდა მოხელეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სხვა უკანონო ქმედებას. ამის შედეგად, მოხელეების მხრიდან იწერებოდა პირადი განცხადებები“.

მას შემდეგ, რაც საგარეჯოს, ახმეტისა და თელავის გამგებლებმა საჯარო მოხელეები მასობრივად გაათავისუფლეს, თავადაც გაუჭირდათ თანამდებობების შენარჩუნება.

საგარეჯოს გამგებელს, რომელმაც 30 თანამშრომელი გაათავისუფლა, პროკურატურა 80 მილიონის გაფლანგვას ედავება და მას უფლებამოსილება აქვს შეჩერებული. რაც შეეხება თელავის გამგებელს, სამსახური მანაც დატოვა და, როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთ სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას. ახმეტის გამგებლის პოზიციაზე კი კონკურსია გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG