Accessibility links

logo-print

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან წყლის სინჯები აიღო. აღმოჩნდა, რომ ყველა რაიონში სასმელი წყალი ნაწლავური ჩხირებითაა დაბინძურებული და ეს შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გავრცელების მიზეზი გახდეს. რა ღონისძიებები ტარდება რეგიონში?

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვასიზუბნის საბავშვო ბაღში მომდინარე წყალი ნაწლავურ ჩხირებს შეიცავს, ამიტომ ბაღის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა წყალი მხოლოდ ტექნიკური მოხმარებისთვის გამოიყენოს. მზარეულ ცისანა იაშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა საჭმლის მოსამზადებლად გადადუღებულ წყალ მოიხმარენ, დასალევი წყალი კი ბავშვებს სახლიდან მოაქვთ.

„ამ წყალს ვხმარობთ მხოლოდ ჭურჭლის დასარეცხად, ხოლო სადილში და ჩაიში ვხმარობთ გადადუღებულ წყალს“.

კვლევის მიხედვით, სასმელი წყალი დაბინძურებულია გურჯაანის კიდევ ერთ სოფელში. ახაშნელებმა უკვე გაიგეს, რომ მათ სოფელში წყალი უვარგისია, ამიტომ მას სასმელად აღარ იყენებენ:

„ახლა გავიგე, რომ არის დაბინძურებული, დასალევად არ ვხმარობთ, მაგრამ სახლში სახმარად მიგვაქვს ეს წყალი, სხვა არაფერი არ ვიცი“.

„არც არავის უთქვამს, რომ წყალი შემოწმებულია და შეგიძლიათ მიირთვათ ან არ მიირთვათო“.

გურჯაანში წყალმომარაგების სერვისცენტრში ირწმუნებიან, რომ მათ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

ზაზა ჯადუგიშვილი: „ძალიან მალე ამ პრობლემებს აღმოვფხვრით. ჩვენ ბასეინები დასუფთავებული და დაქლორილი გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გავაკეთებთ“.

ნაწლავური ინფექციები დაშარდსადენი გზებისდაზიანება - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც შესაძლოალაგოდეხში სასმელი წყლის მიღებამ გამოიწვიოს. დასკვნა ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. სააგენტოს მონაცემებით,დაბინძურება გამოვლინდა ლაგოდეხის N1 სკოლაში, მსხალგორის ბაღში, კაბალის N1 საჯარო სკოლაში, გიორგეთის საბავშვო ბაღში, სოფელ შრომაში, რაჭისუბანში, კავშირში, ჭიაურსა და ჰერეთისკარში, თუმცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათთვის წყლის დაბიძნურების შესახებ არავის უცნობებია:

„საერთოდ არ არის ინფორმაცია არანაირ დაბინძურებაზე, ამიტომ ეს კითხვა საერთოდ არ მესმის, როგორ ისმება. დოკუმენტაცია უნდა ინახოს და იმის საფუძველზე შეიძლება შემდეგ პასუხის გაცემა“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ რამდენიმე სკოლასა და ბაღში პრობლემა უკვე მოგვარებულია, ხოლო დაწესებულებების ნაწილში მუშაობა მიმდინარეობს:

„ჩვენწერილი გავაგზავნეთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში და რეკომენდაციის სახით მივმართეთ, რომ მათ შეძლებისდაგვარად გამოასწორონ აღნიშნული პრობლემა“.

სპეციალისტების თქმით, დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა, რომელიც ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომით, მათ შორის, გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით, ასევე შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც. სპეციალისტები რეგიონის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მსგავსი ჩივილების შემთხვევაში პოლიკლინიკებს მიმართონ.

XS
SM
MD
LG