Accessibility links

logo-print

კახეთის მუნიციპალიტეტებში ახალი წელი ახალი ბიუჯეტების ხარჯვით დაიწყო. მანამდე იყო პროექტების დამტკიცება, რასაც თან ახლდა მოსახლეობისა და ოპოზიციის უკმაყოფილება. არის თუ არა მუნიციპალური ბიუჯეტები საზოგადოების ინტერესებზე მორგებული?

6 მილონ 700 ათასი ლარი - ლაგოდეხის საკრებულომ 2015 წლის ადგილობრივი ბიჯეტი ხმათა უმრავლესობით მიიღო.მთავარ ფინანსურ დოკუმენტსმხარი არ დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გელა კობახიძემ. „ნაცონალური მოძრაობის“ წევრის ევა ლომთაძის თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტის მიმართ არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა.

„არ არის იდალური „ - ასე აფასებს მმართველი გუნდიც 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ლევან ცეცხლაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი სრულყოფილი არ არის, მას მხარი მაინც დაუჭირა. ლაგოდეხის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 100 ათასი ლარით არის გაზრდილი.

2015 წელს თითქმის მილიონ-ნახევარი ლარით გაიზარდა გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტი. მთავარი საფინანსო დოკუმენტი ციფრებში 10 მილონამდე ლარს შეადგენს, საიდანაც 2 მილიონ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

ოპოზიციის შეფასებით, ბიუჯეტი გადამხდელთა ინტერესებს არ ითვალისწინებს დასწორედ ამიტომ „თავისუფალმა დემოკრეტებმა“მას მხარი არ დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი კენჭისყრას საერთოდ არ დაესწრო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ლაგოდეხში 2015 წლის ბიუჯეტი საჯარო განხილვის გარეშე დაამტკიცეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები მოსახლეობისთვის დღემდეუცნობია. საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ამბობს, რომ დოკუმენტის მიმართ ინტერესი თავად მოსახლეობამ არ გამოიჩინა. მოსახლეობა კი საპირისპიროს ამტკიცებს. ბიუჯეტის საჯარო განხილვას ითხოვდა ოპოზიციაც.

„ნუ გეშინიათ ხალხის“ - ასე მიმართა ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ თვითმმართველობას. გიორგი გოზალიშვილის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ხალხის ინტერესები და ბიუჯეტი მათი ინტერესების დაცვით იქნეს მიღებული.

2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი კახეთში უკვე ყველა მუნიციპლიტეტმა დაამტკიცა. იმას, თუ რამდენად გათვალისწინებულია მთავარ ფინანსურ დოკუმენტებში გადამხდელთა ინტერესები, მოსახლეობა თავად იგრძნობს წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG