Accessibility links

logo-print

კახეთის უმეტეს რაიონში და განსაკუთრებით სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან არის გამოსული. გადაადგილების პრობლემა მწვავდება უამინდობის დროს, როცა ორმოულები წყლით ივსება. პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ვადებზე არაფერს ამბობენ, ხალხი კი შველას ითხოვს.

სოფელკარდენახში ჩივიან, რომ შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები სავალალო მდგომარეობაშია. აქაურების თქმით, ხელისუფლება უყურადღებოდ იქცევა და წლების განმავლობაში პრობლემას ვერ აგვარებს. კარდენახში ამბობენ, რომთუ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ განხორციელდა, შემოდგომით სავარგულებიდან მოსავლის გატანის პრობლემა შეექმნებათ.რაც შეეხება შიდა გზებს, მოსახლეობის თქმით, სოფელშიგადაადგილება უჭირთ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს:

„ასფალტზე საუბარი ზედმეტია დღევანდელ ცხოვრებაში, იქნებ მოხრეშონ ან გრეიდერი გატარდეს, რომ ადამიანი სახლამდე, თუნდაც თავის ნაკვეთამდე მივიდეს“...

გურჯაანის საკრებულოს დეპუტატის სიმონ ქოჩორაშვილის თქმით, პრობლემას ის კარგად იცნობს და ამაზე არაერთხელ ულაპარაკია. ადგილობრივი კანონმდებელი პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას მდინარეებიდანინერტული მასალის მოპოვებასა და ამ მასალით დაზიანებული საუბნო გზების მოხრეშვაში ხედავს:

„ამ თვეში თუ არ მოგვარდა საკითხი, ივნისის თვეში სერიოზულ პრობლემებს გადავაწყდებით“.

შიდა საუბნო გზების პრობლემა აქვს ლაგოდეხის მოსახლეობასაც. მათი თქმით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი იმდენად არის დზიანებული, რომგადაადგილება ჭირს. როგორც რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებნი ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობა მათპრობლემის მოგვარებას არაერთხელდაჰპირდა, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები, არავის უთქვამს:

„თვითონაც ხომ დადისხელმძღვანელობა ამ გზებზე?მარტო ჩვენ ხომ არ დავდივართ... არ შეიძლება გაკეთდეს? მაგის თანხები არა გვაქვსო, ამბობენ, პრემიებს თუ იღებენ და ჯიბეებში იდებენ,ეს გზა ვერ გაუკეთებიათ?“

„ძალიან გვიჭირს, ხანდახან ფეხითაც ვერ დავდივართ, არათუ მანქანით. ვთხოვთ, ვისაც ეკუთვნის და ევალება ეს საქმე, მოვიდეს და მოგვაქციოს ყურადღება“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიასთქმით, ლაგოდეხში შიდა გზების რეაბილიტაცია მაშინ დაიწყება, როდესაც ქალაქში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება:

„ჩვენ ვმუშაობთ ამ პროექტზე, ანუ ვითვლით, თუ რა დანახარჯებთან გვექნება საქმე და შესაბამისად შევეცდებით, ამორტიზებული გზების ნაწილი მაინც შევაკეთოთ“.

შიდა გზების პრობლემა აქვს კახეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრსაც. თელავის სამეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ძველი ავტოსადგურის გზა იმდენად არის გაფუჭებული, რომ გადაადგილება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ სატრანსპორტო საშუალებებსაც კი უჭირთ. მათითქმით, გზაზე მოძრაობა განსაკუთრებით ძნელია ნალექიან ამინდში. აღსანიშნავია, რომ კახეთის ყველა რაიონში აწუხებთ გზის პრობლემა, ერთადერთი გამონაკლისია საერთაშორისო მნიშვნელობის გზები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG