Accessibility links

1000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახი დახმარების მოლოდინშია


ერთ-ერთი სახლი კახეთში სტიქიის შემდეგ

ერთ-ერთი სახლი კახეთში სტიქიის შემდეგ

900 ათას ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანიდა სეტყვისგან განადგურებული2 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - ასეთია ყვარელში 20 აგვისტოს სტიქიის შედეგი. დაზარალებული მოსახლეობა საბანკო ვალდებულებების გადავადებას და ზარალის თანხით კომპენსაციას ითხოვს. დღეს ადგილობრივები შიშობენ, რომ „უმოსავლოდ დარჩენილ სოფლებში შიმშილი ელით“.

„მშიერი ვრჩები, რა გავაკეთო? დაგვეხმარონ!“

„ფინანსურად ცოტა მაინც დაგვეხმარონ, რაღაც შეღავათი გაგვიკეთონ“.

„ჰექტარ-ნახევარი სიმინდი და 7 ჰექტარი საზამთრო ბაღიგვქონდა მე და ჩემს შვილს, მაგრამ გაყიდვიდან მოხლოდ 600 ლარი მაქვს მოქუჩებული. ვენახი სულ განადგურდა“.

„4 დღეა უკვე, რაც დავისეტყვეთ და არც გამგებელი და არც არავინ მოსულა“.

ყვარლის გარდა, სტიქიამლაგოდეხის 18 სოფელში 500-ზე მეტი ოჯახი დააზარალა.ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ბოლქვშია, სადაცსაცხოვრებელ სახლებს სახურავები თითქმის 95 პროცენტით დაუზიანა.

„სახურავი სულ დაზიანებულია. სეტყვა, როგორც გარეთ იყო, ისე სახლში“.

„კარ-ფანჯარა სულ დაბლა ეყარა. ნახეთ, რა მდგომარეობაში ვართ“.

დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებამ ზარალის დათვლა 21 აგვისტოს დაიწყო. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, აღწერილია 550-მდე ოჯახი, რომელსაც სტიქიამინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა". რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სტიქიამ მხოლოდ ყვარელში საფერავის ჯიშის 1300 ჰექტარი, ხოლო რქაწითლის ჯიშის 1000 ჰექტარი ყურძენი გაანადგურა.

„მთლიანად ზარალის თანხამ შეადგინა 891 000-ლარი, თუმცა შეიძლება კიდევ გაიზარდოს“, ამბობს ოთარ ბუჯიშვილი.

კახეთსი მოსული სეტყვა

კახეთსი მოსული სეტყვა

ზარალის დათვლა მიმდინარეობს ლაგოდეხშიც. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ გვითხრა, თვითმმართველობა დაზარალებულებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე პოლიეთილენის ფირით დაეხმარა, რომელიც დროებით სახლის სახურავის ფუნქციას შეითავსებს.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიეთილენისთვის გამოიყო 6 000 ლარი. მიახლოებით 200 ჰექტრამდეა დასეტყვილი ტერიტორიები და ვისაც დაზღვეული არა ჰქონდა, ისინი კომპენსაციას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ“.

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც შეხვდნენ. გიორგი ბოტკოველი ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობით უკმაყოფილოა:

„ყვარლის და ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სოფელი მოვიარეთდა ჩვენ ვნახეთ ერთი რამ: ამ სტიქიის მიმართ დღევანდელი ხელისუფლება არის უძლური“.

20 აგვისტოს სტიქიამ თუშეთთან დამაკავშირებელი გზაც დააზიანა. ახმეტის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს თითქმის ორი დღის განმავლობაში იყო მოწყვეტილი. კახეთის გუბერნატორის ირაკლი შოლაშვილის თქმით, თუშეთიდან ყველა ტურისტის გამოყვანა უსაფრთხოდ მოხერხდა.20 აგვისტოს სტიქიის შედეგებს ხელისუფლება ჯერ კიდევ ითვლის, ამიტომზარალის ზუსტი ოდენობა ციფრებში ჯერ დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი ანაზღაურება მხოლოდ ინფრასტრუქტურის კუთხით მოხდება. დაზარალებული მოსახლეობა მიიღებს ასევე პესტიციდებს, თუმცა მათიძირითადი მოთხოვნა, - საბანკო ვალდებულებების გადავადება დაზარალის კომპენსაცია, - მთავრობის თქმით, არ დაკმაყოფილდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG