Accessibility links

ათეულობით წელია მთავრობა, არასამთავრობო სექტორი და ხალხი დემოკრატიულ საქართველოს აშენებს, თუმცა შეკითხვა, რამდენად ძლიერია დღეს საქართველოში დემოკრატია, ხშირად ისმის. არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ პროექტებს ახორციელებენ, თუმცა დღეს ამბობენ, რომ მხოლოდ პროექტებით წინსვლა არ ჩანს. ამ აზრს ხალხიც იზიარებს.სად ვართ და სად მივდივართ?

დემოკრატია, ანუხალხის ძალაუფლება,ეს არის სისტემა, სადაც ხალხი ადგენსწესებს და ემორჩილება მათ. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს კამათი ქართული დემოკრატიის ხარისხის თაობაზე. შესაბამისად, შეკითხვა, რამდენად ძლიერია დღეს საქართველოში დემოკრატია, არცთუ იშვიათად ისმის.არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობის ცენტრი“ სიღნაღში მუშაობს. მისი ხელმძღვანელი ნანა ბაგალიშვილი გვეუბნება,რომ დემოკრატიული ღირებულებები საქართველოში გასაგებ, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მიუღწეველმცნებებად იქცა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა საარჩევნო ყუთთან ჩერდება და ხალხისჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არცთუ ისე მაღალია, დემოკრატიულობისხარისხს სერიოზულ საფრთხეს უქმნის:

„ჩვენ გვგონია, რომ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც არ აქვს ხედვა,სად მივდივართ,რაც ძალიან ცუდია. მგონია, რომ მხოლოდ დინებას ვართ აყოლილი. სისტემა არ არის, რომლითაც ადამიანებს პასუხისმგებლობა ექნებათ.ეს ეხება სოფელში მცხოვრებ ადამიანსაც და თვითმმართველობის წარმომადგენელსაც.ხშირად წრეზე ვტრიალებთ. ბევრი ორგანიზაცია ვმუშაობთ დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად, თუმცა ბევრი ხელშესახები შედეგი არ გვაქვს“.

„ხალხი დემოკრატიისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი“, - ამბობსლაგოდეხში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლელის“ ხელმძღვანელი. ნანა ნერსეზაშვილის თქმით, რეგიონის მოსახლეობა თვითმმართველობებთან საკომუნიკაციო ენას ვერ პოულობს და, შესაბამისად, მათი ჩართვაც მმართველობაშიარხდება.მესამე სექტორის წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მათი მხრიდანდემოკრატიული ღირებულებების დაცვას ითხოვს, მაგალითად, კანონის უზენაესობის კუთხით:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ადამიანის დამოკიდებულება შევცვალოთ და მან დემოკრატიული ღირებულებები ნამდვილად აღიაროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იმუშაოს კანონის უზენაესობის კუთხით“.

ადამიანისა და სიტყვის თავისუფლება, ხალხის მიერ ქვეყნის მართვა და მათი აზრების გაზიარება - ასეთია მოქალაქეთა პასუხები დემოკრატიის განმარტებაზე, თუმცა რამდენად არის ქვეყანაში ყველა ესუფლება დაცული, მოსახლეობისპოზიცია აქ არაერთგვაროვანია. ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია:

„დემოკრატია თავისუფლებას ნიშნავს, თუმცა მგონია, რომ მაინც შეზღუდულები ვართ.ყოველთვის სიმართლეს ვერ ვამბობთ“.

„ჩემი აზრით, დემოკრატია ადამიანის სიმშვიდეა, მაგრამ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს. ეს რომ იყოს, იქნებოდა სიმშვიდეც“.

„ძალიან ჩახედული არ ვარ, მაგრამ ამ კუთხით რა ღონისძიებებიც ტარდება, მომწონს“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების, გარკვეულწილად, სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ორგანიზაციები დემოკრატიული პროცესების გააქტიურების ხელშესაწყობად პროექტებს გეგმავენ და ახორციელებენ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმასულ ახლახან სოფელ ჰერეთისკარში „შეხვედრების სახლი“გახსნა.თემის განვითარების პროგრამის წარმომადგენლის ანი ნადირაშვილისთქმით:

„მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს ნებისმიერი სახის შეხვედრა, გადაჭრას სხვადასხვა სახის პრობლემები. რაც მთავარია, ეს სახლი ნებისმიერი მსურველისთვის ღია და ხელმისაწვდომია“.

საქართველოს24-წლიანი გზა სოცილიზმიდან დემოკრატიამდე ჯერ კიდევ გრძელდება - გზა, რომელმაც ქვეყანაში მთავარ მმართველ ძალად არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ ხალხი უნდა აქციოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG