Accessibility links

logo-print

კვლევებით უკმაყოფილო მთავრობა და მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო ამომრჩეველი


თელავი

თელავი

ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში და იცნობთ თუ არა მუნიციპალიტეტის მთავარ კანონმდებელს? - ეს შეკითხვა და, შესაბამისად, პასუხები კახეთში თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავაც აქტუალურია. თვითმმართველობები საკუთარი მუშაობით კმაყოფილნი არიან, ხალხი კი - არა.

გამოკითხულ ამომრჩეველთა უმრავლესობა თელავსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საკუთარ რჩეულთა საქმიანობას არ იცნობს - ასეთია კვლევის შედეგი, რომელსაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აქვეყნებს. კვლევაში არ მოხვდა, თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა ლაგოდეხშიც. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომკომუნიკაცია საკრებულოს წევრებსა და მოსახლეობას შორის თითქმის არ არსებობს:

„არ ვიცი, ვერ გეტყვთ, ვინ არის საკრებულოს თავმჯდომარე“.

„საკრებულოს თავმჯდომარე რას წარმოადგენს ლაგოდეხისთვის, არც თავად იცის და არც ხალხმა. ღვინის მფილტრავი იყო და ახლა ლაგოდეხს ფილტრავს“.

„არ ვიცი, სახეზეც ვერ ვცნობ“.

NDI–ისკვლევაარადამაჯერებელია თელავის საკრებულოს თავმჯდომარისთვის. არჩილ თხლაშიძე ამბობს, რომ ის ძირძველი თელაველია და საკუთრ ამომრჩეველთანაც კონტაქტი მუდმივად აქვს. შესაბამისად, მისი ცნობადობაც თელავის თვითმმართველ თემში მაღალია:

„ეს კვლევები რეალობას არ ასახავს. მე ძირძველი თელაველი ვარ და ძალიან დიდი ნაწილი მიცნობს. ცალსახად ვთვლი, რომ ეს კვლევა არის ვიღაცების მიერ დაკვეთილი და არ ვენდობი“.

რატომ არ უნდა იცნობდეს მასამომრჩეველთა 46 პროცენტი, გაუგებარია გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარისთვის. ვანო ბერიძიშვილს კვლევის შედეგების არ სჯერა დაამბობს, რომ მას ამომრჩეველი კარგად იცნობს. მათთან შეხვედრებსაც აწყობს და თითქმის ყველა საკითხს თავადვე უგვარებს, ამიტომ მისი ცნობადობა ხალხში მაღალია:

„მე არ ვიცი, რატომ არ უნდა მიცნობდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგად მიცნობს გურჯაანის მოსახლეობა. მე ყოველთვის ხალხის გვერდით ვარ და ამ კვლევას არ ვენდობი“.

კვლევის შედეგებს არ გასცნობია ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ცნობადობა საკმაოდ მაღალია:

„ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს პრობლემა ჩემს რაიონში არ არსებობს. ყველა სოფელში ჩავატარე შეხვედრა და საკრებულოს გასვლითი სხდომა, ამიტომ ცნობადობის პრობლემა აქ არ გვაქვს“ .

თვითმმართველობებმა დაკარგეს მათთვის ძირითადი ფუნქცია - ხლხთან ურთიერთობა დავალდებულებების განცდა, - ამბობს უფლებადამცველი თენგიზ ბეჯაშვილი, რომელიც კახეთის რეგიონში თვითმმართველობათა მუშაობის პროცესს აქტიურად აკვირდება:

„მოულოდნელი აქ არაფერია, რადგან თვითმმართველობა დაიტვირთა საკუთარი ურთირთობების გარკვევით საკუთარ ორგანიზაციებში. ამიტომ ნაყოფიერ შრომაზე საუბარი ზედმეტია“.

„ენ-დი-აის“ კვლევის შედეგებით უკმაყოფილოა თვითმმართველობა, ხოლო ადგილობრივი კანონმდებლების მუშაობა არ მოსწონს მოსახლეობას. ამომრჩეველი კახეთში საკრებულოებსანგარიშვალდებულების,გამჭვირვალობისა და ინფორმირებულობის ხარისხს უწუნებს. ამბობენ, რომ „თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ საკუთრი მაჟორიტარები აღარ უნახავთ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG