Accessibility links

logo-print

კალაძე: „გაზპრომისგან“ აღარ გვჭირდება დამატებითი გაზის შეძენა


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს აღარ დასჭირდება რუსეთის კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობით შეძენა. კალაძემ ეს განცხადება გააკეთა 4 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის „სოკართან“, საქართველოსთვის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ. თბილისი გასული წლის მერე აწარმოებდა მოლაპარაკებას „გაზპრომთან“ გაზის დამატებითი მოცულობით მიღებაზე და რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ მიღებული აირის მონეტიზაციისსაკითხზე. კალაძის თქმით, “გაზპრომთან” მოლაპარაკება დასრულებული არ არისდა შესაბამისად არ არის ხელმოწერილი ხელშეკრულება გაზის სომხეთში გატარების სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG