Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში დაფუძნებული კომპანია „კალაშნიკოვ USA“ აცხადებს, რომ აპირებს საწარმოს გახსნას ფლორიდაში AK-47 ტიპის ავტომატური იარაღის დასამზადებლად. წინათ “კალაშნიკოვ USA” იარაღის იმპორტს ახდენდა რუსეთიდან, კომპანია „კალაშნიკოვის კონცერნიდან“, რომელმაც პირველმა დაიწყო AK-47 ტიპის ავტომატების წარმოება. მაგრამ შარშან “კალაშნიკოვ USA” თვითონაც შეუდგა იარაღის დამზადებას პენსილვანიის საწარმოში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთს უკრაინაში მისი მოქმედების გამო. „კალაშნიკოვი“ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ავტომატური იარაღი - ცნობილია თავისი გამძლეობით და ხარისხით. საბჭოთა გამომგონებლის, მიხაილ კალაშნიკოვის მიერ შექმნილი იარაღის წარმოება 1947 წელს დაიწყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG