Accessibility links

ვაზიანის პოლიგონზე გრძელდება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნა


ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“

ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“

ვაზიანის პოლიგონზე გრძელდება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გაიმართა ტანკსაწინააღმდეგო და ჯავშანსატანკო სწავლება, რომლის მონაწილე სამხედროებმა საბრძოლო გასროლებისთვის გამოიყენეს აშშ-ის არმიის შეიარაღებაში არსებული „აბრამსის“ ტიპის ტანკები და „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები. სწავლება „ღირსეული პარტნიორი,“ რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება, ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. წვრთნა მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ასეულის მზადყოფნის ამაღლებას და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაძლიერებას. ერთობლივი სწავლება 24 მაისს დასრულდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG