Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მარკეტერები კანში


აკო ახალაია
აკო ახალაია

27 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო საინტერნეტო ჟურნალ marketer.ge-ს დამფუძნებელი და საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის თანადამფუძნებელი, აკო ახალაია. საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ძალისხმევით საქართველო გახდა ოფიციალური პარტნიორი კანის სარეკლამო ფესტივალისა, რომელიც ყოველ წელს იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა რეკლამის სფეროში მომუშავეთათვის. საქართველოსა და რეკლამის ფესტივალის თანამშრომლობის ფარგლებში 2016 წელს მეორედ გაიმართა კონკურსი ახალგაზრდა მარკეტერებისთვის, რომლის გამარჯვებულებიც ივლისის თვეში საქართველოს წარადგენენ კანში.

როგორია დღეს ქართული სარეკლამო ბაზარი და რამდენად მრავალფეროვანი სააგენტოები მოღვაწეობენ ამ სფეროში; რა პერსპექტივებს აჩენს ცალკეული სპეციალისთვის და თავად ქვეყნისთვის ამ ტიპის ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობა - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG