Accessibility links

კრემლი: კასიანოვზე თავდასხმა არ არის დაკავშირებული კადიროვის მუქარასთან


კრემლმა დაგმო თავდასხმა რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს მიხაილ კასიანოვზე და განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი ჩეჩნეთის ლიდერის გამონათქვამებთან ამ ინციდენტის დასაკავშირებლად. ამ საკითხს 10 თებერვალს შეეხო კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მას შემდეგ, რაც კასიანოვმა გამოაცხადა, რომ სამშაბათ საღამოს მოსკოვში, რესტორანში ვახშმობდა, როცა ორი მამაკაცი მიუახლოვდა, სახეში ტორტი ესროლა და დაემუქრა. როგორც იუწყებიან, ინციდენტთან დაკავშირებით მოსკოვში დაკავებულ იქნა სამი ჩეჩენი პოლიციელი. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გასულ კვირაში სოციალური ქსელით გაავრცელა კასიანოვისა და კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო. კასიანოვი, რომელიც წარსულში პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა კი კრემლის ოპონენტებს მიეკუთვნება, გამოთქვამს ვარაუდს, რომ მასზე სამშაბათ საღამოს მოწყობილი თავდასხმა უკავშირდება მოთხოვნას, პროკურატურამ გამოიძიოს კადიროვის მუქარის საკითხი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG