Accessibility links

logo-print

კერი: ლავროვის გამოსვლისას, თავი „პარალელურ რეალობაში“ მეგონა


ჯონ კერი, სერგეი ლავროვი

ჯონ კერი, სერგეი ლავროვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, გაეროში თავისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის გამოსვლისას, მას თავი „პარალელურ რეალობაში“ ეგონა.

ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული ბრიფინგისას ლავროვმა გამოთქვა მოწოდება, გამოძიებულ იქნეს სირიაში, 19 სექტემბერს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის გარემოებები. ლავროვის თქმით, საზავო შეთანხმებას მხოლოდ სირიის სამთავრობო ჯარი იცავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დუმილის რეჟიმის“ მრავალგზის დარღვევაში დაადანაშაულა ზომიერი ოპოზიცია. 19 სექტემბერს, ქალაქ ალეპოსთან, საჰაერო იერიში განხორციელდა ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე, რასაც მოჰყვა 20 სამოქალაქო პირისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთი თანამშრომლის დაღუპვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG