Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: აუცილებელია ერთიანი და საერო სირიის შენარჩუნება


ჯონ კერი

ჯონ კერი

სირიის მოწესრიგების საკითხის მიმართ რუსეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიდგომებში მრავალი თანხვედრა არსებობს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელმაც გაიმეორა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისათვის საჭიროა სირიაში ომის დასრულება:

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა დავუშვათ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, ან ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფის გამარჯვება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს აუცილებელია ერთიანი და საერო სირიისა და იმ ინსტიტუტების შესანარჩუნებლად, რომელსაც ქვეყანა ეფუძნება.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კარნეგის ცენტრში მოხსენებით გამოვიდა ვენაში გამგზავრების წინ, სადაც აშშ-ის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მორიგი შეხვედრა იგეგმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ამ შეხვედრაში მონაწილეობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG