Accessibility links

ჯონ კერიმ დაგმო ალეპოს გარშემო ბრძოლის გააქტიურება


ჯონ კერი

ჯონ კერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება რუსეთთან და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციურ პარტნიორებთან ურთიერთგაგების სტადიას უახლოვდება, რათა მიღწეულ იქნეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტა ალეპოს არეალის ჩართვით.

თუმცა, უთხრა კერიმ რეპორტიორებს ჟენევაში, ჯერ კიდევ არის საქმე გასაკეთებელი. კერიმ ეს განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადელ ალ ჯუბეირთან შეხვედრამდე. ჯონ კერიმ დაგმო ალეპოს გარშემო ბრძოლის გააქტიურება და განაცხადა, რომ ეს არის „ყველა ჰუმანიტარული კანონის“ დარღვევა. მან დაგმო საჰაერო თავდასხმები, რომელთა დროსაც სამოქალაქო პირები დაიხოცნენ. ეს თავდასხმები სირიის არმიამ განახორციელა. მოსკოვის თანახმად, სირიის არმია ებრძვის ისლამისტთა რაზმებს, რომლებზეც არ ვრცელდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. კრემლმა გამოაცხადა, რომ 3 მაისს მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სირიაში გაეროს წარგზავნილს, სტაფან დე მისტურას შეხვდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG