Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი სირიის კრიზისზე იმსჯელებენ


ჯონ კერი, სერგეი ლავროვი
ჯონ კერი, სერგეი ლავროვი

23 ოქტომბერს ვენაში, სირიის კრიზისზე სასაუბროდ, ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ვენის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში, რასაც უარყოფითად შეხვდა ვაშინგტონი. აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს აკრიტიკებენ, ასევე სირიაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიშებისთვის, რომლის მიზანს, ზოგ შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე ძალების განადგურება წარმოადგენს.

რუსეთის პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადი მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუ ისინი მზად არიან დიალოგისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG