Accessibility links

logo-print

კერი: აშშ უცხოეთის ფირმებს არ შეუზღუდავს ირანთან ბიზნესის წარმოებას


ჯონ კერი, ჯავად ზარიფი

ჯონ კერი, ჯავად ზარიფი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ უცხოეთის ბანკები და ბიზნესები დაარწმუნა, რომ აშშ მათ არ შეუზღუდავს ბიზნესის წარმოებას ირანთან, შარშან მიღწეული, ისტორიული მნიშვნელობის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში.

აშშ არ ზღუდავს და არც მომავალში შეზღუდავს იმ ბიზნესს, რომელიც ირანში ნებადართულია მას შემდეგ, რაც ბირთვული შეთანხმება იანვარში ამოქმედდაო, განაცხადა კერიმ 22 აპრილს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან ნიუ-იორკში შეხვედრის წინ. კერიმ ასევე განაცხადა, რომ ცდილობს გაფანტოს ბუნდოვანება აშშ-ის გარეთ მოქმედი ბიზნესებისთვის, ირანში ინვესტირების თაობაზე. ირანის მთავრობა ჩივის, რომ ვერ იღებს იმ სრულ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ბირთვულ შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG