Accessibility links

logo-print

"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ ერთ წიგნზე, რომლის რამდენიმე ეგზემპლარი პირადად მე უკვე ნაყიდი მაქვს და მეტის შეძენასაც ვაპირებ საჩუქრებად მეგობარ-ნაცნობებისთვის – იმათთვის, ვინც საქართველოზე ბევრი არაფერი იცი, და იმათთვისაც, ვინც საქართველოზე ბევრი კი იცის, მაგრამ ჯერ არ დაუნახავს იმ კუთხით, რომლითაც „კერძთაყვანისცემა“ გვიჩვენებს. "კერძთაყვანისცემა" - ასე ჰქვია მართლაც საუცხოო წიგნს ქვესათაურით „კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში“. ის 2012 წელს გამოქვეყნდა და ამასობაში ინგლისურადაც გადაითარგმნა. ეს არის არა რეცეპტების კრებული, არამედ ქართული კულინარიის ისტორია, ქართული სამზარეულოს საფუძვლების, ნადიმის კულტურის გააზრება. წიგნის ავტორი, რუსუდან გორგილაძე, ამასწინათ გვესტუმრა რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში. რუსუდან გორგილაძე საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ჰარვარდის საერთაშორისო ცენტრის წევრი და ბოლო 10 წელი გერმანიაში ცხოვრობს. სანამ საუბარს დავიწყებდით აღმოვაჩინე, რომ „კერძთაყვანისცემას“ ჩემს გარდა კიდევ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორისაა აშშ-ში საქართველოს ელჩი... თუმცა, ჯობია ამის შესახებ თვით რუსუდან გორგილაძემ გვითხრას.

XS
SM
MD
LG