Accessibility links

logo-print

ხადიჯა ისმაილოვას სასამართლოს სხდომა გადაიდო


ხადიჯა ისმაილოვა

ხადიჯა ისმაილოვა

ბაქოს სასამართლომ გადადო მორიგი სხდომა, რომელზეც გამომძიებელი ჟურნალისტის, რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომლის, ხადიჯა ისმაილოვას საქმე განიხილება. სხდომა 31 აგვისტოს გაიმართება. ის გადაიდო მას მერე, რაც ისმაილოვას ადვოკატმა, ფარიზ ნამაზლიმ სასამარლოს ახალი განხილვის დანიშვნა მოთხოვა. გასულ კვირაში პროკურატურამ ისმაილოვასთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მას მოუხსნეს ერთი მძიმე, მაგრამ ძალაში დატოვეს მიტაცების, გადასახებისთვის თავის არიდების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებები. ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად არის მოტივირებული. ისმაილოვა იკვლევდა პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ეკონომიკურ საქმიანობას. მისი დაპატიმრება დაგმეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და დასავლეთის ქვეყნებმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG