Accessibility links

logo-print
არ ცხრება მწვავე კამათი რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ”ნაციონალურ მოძრაობასა” და ”ქართულ ოცნებას” შორის. 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენების საფუძვლიანად გამოძიების ინიციატივა, რაც ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკუთვნის, ყოფილი ხელისუფლების თვალთახედვით, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ”ქართული ოცნება” კი სიმართლის დადგენას ქვეყნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს. მწვავე დისკუსია ამ თემაზე 17 აპრილს პარლამენტის სხდომაზეც გაიმართა.

აგვისტოს ომის თემაზე ლაპარაკი ოთხშაბათის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დაიწყო. მან თქვა, რომ
რუსეთ-საქართველოს ომის ”ცხელი ფაზა” კვლავაც გრძელდება, ოკუპანტ რუსეთს არც სტრატეგია შეუცვლია და არც ტაქტიკა და რომ სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საქართველო ამჟამად ”მორალურ უპირატესობას” ფლობს, რაც, ისტორიული
აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და, ამის სანაცვლოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს...
კანონზომიერების მიხედვით, ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე (ანუ დეოკუპაციამდე), მაგრამ შესაძლოა, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს ”ქართულმა ოცნებამ”:

”მე ძალიან არ მინდა, რომ საქართველომ ის სტრატეგიული შანსი, რომელიც შეიძლება მას ძალიან მალე გაუჩნდეს, ვერ გამოიყენოს და გაანიავოს, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის სათავეში. არადა, ამის ნიშნები, სამწუხაროდ, არსებობს. ამის ნიშანია ის რიტორიკა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ომთან მიმართებაში და საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან ომში”.

როცა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რუსეთის ინტერესების მიხედვით მოქმედებაზე ლაპარაკობენ, ამ პროცესში განსაკუთრებით გამოყოფენ ბიძინა ივანიშვილის როლს. აქცენტი კეთდება 10 აპრილის პრესკონფერენციაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და თუკი პროცესში შეკითხვებს პრეზიდენტსაც დაუსვამენ, ის ამას ”გაგებით უნდა მოეკიდოს”, რადგანაც ამაში არაფერი იქნება არანორმალური. პრემიერ-მინისტრი არაადეკვატურს უწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებებს:

”გაუმართლებლად მიმაჩნია ის, რომ საჯარისო ნაწილები მოქმედებაში მოვიდა და დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთი გადმოლახავდა საზღვარს. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ. აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და, ამის სანაცვლოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, ჭორების დონეზე რაც მუსირებს საზოგადოებაში”.
არსად, არასდროს, არც ერთ ქვეყანაში, ისტორიის არც ერთ მონაკვეთზე, ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პრემიერ-მინისტრს არ დაუდანაშაულებია საკუთარი ერი თავდასხმაში, არ დაუდანაშაულებია საკუთარი ერი აგრესიაში. და საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომლის პრემიერ-მინისტრმაც ასეთი რამ გააკეთა...

პრესკონფერენციიდან 2 დღის შემდეგ, ანუ 12 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განმარტებითი განცხადება, რომელშიც აღინიშნა, რომ მას აგრესორად და ომის დამწყებად არასოდეს გამოუცხადებია საქართველო. თუმცა შეკითხვები იმდროინდელი ხელისუფლების მისამართით ამ წერილშიც მრავლად არის.

ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული პროცესები საქართველოს პრეზიდენტიც აღაშფოთა. მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის არ ითანამშრომლებს იმ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან, რომელიც თვლის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. პრეზიდენტმა არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების იდეა ”რუსულ თამაშს” ემსახურება.

ოკუპანტის ინტერესების დაცვაზე ილაპარაკა 17 აპრილის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმაც. მან თქვა, რომ ისტორიას მრავლად უნახავს ”მარიონეტები და კოლაბორაციონისტები”, მაგრამ უპრეცედენტოა ის, რაც ოკუპანტის ინტერესების დასაცავად საქართველოში ხდება:

”არსად, არასდროს, არც ერთ ქვეყანაში, ისტორიის არც ერთ მონაკვეთზე, ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პრემიერ-მინისტრს არ დაუდანაშაულებია საკუთარი ერი თავდასხმაში, არ დაუდანაშაულებია საკუთარი ერი აგრესიაში. და საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომლის პრემიერ-მინისტრმაც ასეთი რამ გააკეთა და ასეთი უმაგალითო შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ხალხს”.
ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შეწყდეს ეს გამოძიება და გაგრძელდეს ჰააგის ტრიბუნალის მიერ. ოღონდ მთელი პასუხისმგებლობა ამის შემდეგ ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და ”ნაციონალურ მოძრაობას...

ოპონენტთა ასეთ შეფასებებს, ცხადია, არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. მაგალითად, დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც ოპონენტთა რიტორიკას ”კომკავშირულიც” კი უწოდა, განმარტავს, რომ გამოძიების პროცესი იმის გამოვლენას არ ისახავს მიზნად, თუ ვინ დაიწყო ომი, გამოძიება ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებს:

”ადამიანის უფლებები იყო თუ არა დაცული ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ომის დღეებში, ომის შემდგომ დღეებში... რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გადაგერჩინათ მშვიდობიანი მოსახლეობა და თავიდან აცილებულიყო ის, რაც მოხდა”.

იმის გამო, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ეწინააღმდეგება აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიებას, უმრავლესობის დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 17 აპრილის სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ გამოძიება არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ წარიმართოს:

”ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შეწყდეს ეს გამოძიება და გაგრძელდეს ჰააგის ტრიბუნალის მიერ. ოღონდ მთელი პასუხისმგებლობა ამის შემდეგ ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც მოითხოვა ეს და რომელიც მოიმკის ამ კონკრეტულ შედეგებს”.

კობა დავითაშვილი შეახსენებს კოლეგებს, რომ ომთან მიმართებით განვითარებული მოვლენების გამოძიებას საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება, რომის სტატუტი ავალდებულებს. და თუკი ქვეყნის შიგნით ეს ვერ მოხერხდება, მაშინ გამოძიებას თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აწარმოებს.
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი


მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ ისურვებდა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ეს საკითხი ჯერ კიდევ 8 აპრილს წამოსწია. გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ, რომის სტატუტის შესაბამისად, აუცილებელია ომთან დაკავშირებული მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება და უმჯობესი იქნება, თუკი გამოძიება ქვეყნის შიგნით წარიმართება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესის მსვლელობისას დასაკითხად, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ. წინასწარი ინფორმაციით, ომთან დაკავშირებულ ფაქტებს მთავარ პროკურატურაში შექმნილი საგანგებო კომისია შეისწავლის.
XS
SM
MD
LG