Accessibility links

logo-print

ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს


ერგნეთი

ერგნეთი

საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. დღეს დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამსახურმა საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც ოსური მედიით გამოქვეყნდა.

უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 10-11 სექტემბერს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულები არიან სოფელ კოშკას მკვიდრი ხიზანიშვილი, ხაშურის მცხოვრები ლაცაბიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მცხოვრებლები მეხრიშვილი და მეზურნიშვილი. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულთა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი განიხილება. მესამე დღეა სოფელ კოშკაში 60 წლის ვალიკო ხიზანიშვილის გათავისუფლებას ელოდებიან. იგი სოფლის საქონელს იმ ადგილას მწყემსავდა, სადაც მანამდე არაერთხელ გაუყვანია, თუმცა ბოლო შემთხვევა იმით დასრულდა , რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხიზანიშვილს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები აცხადებენ, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია და რუსეთის მესაზღვრეები თვითონ იყვნენ სოფელში შემოსულები. მათი თქმით, სოფელ კოშკასთან ახლოს არც მავთულხლართებია და არც ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები.

საქართველოს ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამუშავდა ცხელი ხაზი და დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე გაათავისუფლებენ. სამსახურის თანამშრომლის, ვიქტორია კლიმიჩევას თქმით, ყველა უწყება უკვე ჩართულია გათავისუფლების პროცესში.

საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საქმეებს ცხინვალის სასამართლო განიხილავს. მათ, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ორი ათასრუბლიანი ჯარიმის გადახდას დააკისრებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG