Accessibility links

logo-print

ეშტონ კარტერმა თინა ხიდაშელს უმასპინძლა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი. ვაშინგტონი, 2015 წლის 18 აგვისტო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი. ვაშინგტონი, 2015 წლის 18 აგვისტო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს პენტაგონში უმასპინძლა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაზე. სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე საქართველო მარტო არ დარჩება. ეშტონ კარტერთან შეხვედრას თინა ხიდაშელმა „უკიდურესად მეგობრული“ უწოდა. მისივე განცხადებით, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ეშტონ კარტერის მინისტრობის პერიოდში აშშ-თან ურთიერთობა, პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერ საყრდენს შეიძენს. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი, არამედ მისი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაცაა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც აშშ-ში მიიღეს. „მეტი ამერიკელი ჯარისკაცი საქართველოში, მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და მთლიანად საქართველოს უსაფრთხოების სეგმენტს იმისათვის, რომ მზად იყოს რეგიონში არსებული ყველა გამოწვევისთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მასთან ერთად აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ეშტონ კარტერთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG