Accessibility links

ხოდორკოვსკის წაუყენეს მკვლელობების და მკვლელობის მცდელობის ბრალდებები


მიხაილ ხოდორკოვსკი

მიხაილ ხოდორკოვსკი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ყოფილ ოლიგარქს, მიხაილ ხოდორკოვსკის წაუყენა ორი მკვლელობის ორგანიზებისა და ოთხ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებები. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის 11 დეკემბრის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ ხოდორკოვსკის ბრალად ედება 1998 წელს ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმირ პეტუხოვის და კომპანია „პეტროლეუმ ჰანდელსგაზის“ დირექტორის, ევგენი რიბინის მცველის მკვლელობის ორგანიზება. თავად რიბინი ცოცხალი გადაურჩა თავდასხმას. ხოდორკოსვკის წაუყენეს სროლის დროს დაჭრილი კიდევ სამი პირის მკვლელობის მცდელობის ორგანიზების ბრალდება. ხოდორკოვსკის წარმომადგენელმა ბრალდებებს „ფარსი“ უწოდა. ისინი უკავშირდება პერიოდს, როცა ხოდორკოვსკი ნავთობკომპანია „იუკოსს“ ხელმძღვანელობდა. ორი დღის წინ ხოდორკოვსკიმ „გარდაუვალი და აუცილებელი“ უწოდა რუსეთში „რევოლუციას“. რუსეთში ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ 10 წელიწადზე მეტი დაჰყო ციხეში. 2013 წელს ის რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც ხოდორკოვსკი შვეიცარიაში გადასახლდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG