Accessibility links

​კიევი მშვიდობისდამცველებს უხმობს, მოსკოვი წინააღმდეგია


უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომა

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომა

18 თებერვალს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გაეროს მანდატით მშვიდობისდამცველები მიიწვიონ. „რუსეთმა, როგორც აგრესორმა ქვეყანამ, ამ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოსო“, - განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიცევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან მოლაპარაკებას უძღოდა წინ.

„გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო უკრაინის უშიშროების საბჭომ, მდგომარეობს იმაში, რომ ეთხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს, იმსჯელოს უკრაინაში ევროკავშირის საპოლიციო მისიის მანდატის ამოქმედებაზე“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 18 თებერვალს, ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, უშიშროების საბჭოს ფორმატში, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების თაობაზე სასაუბროდ მას შემდეგ შეიკრიბა, რაც, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამხედრო ნაწილებმა „ორგანიზებულად დატოვეს სტრატეგიული ქალაქი დებალცევო“, რომელსაც უკვე მთლიანად აკონტროლებენ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ძალები.

რაც შეეხება მშვიდობისდამცველებს, ჯერ კიდევ ამ კონფლიქტის სულ დასაწყისში ვთავაზობდით რუსეთის ფედერაციას და გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ყველა ქვეყანას, რომ განეხილათ ეს საკითხი და გამოეგზავნათ მშვიდობისდამცველები...

რუსეთი მიუღებლად მიიჩნევსუკრაინის წინადადებას, აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს მანდატით ევროკავშირის სამშვიდობო მისია გაიგზავნოს. ამის შესახებ 19 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა და დასძინა, რომ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი უნდა იყოს მინსკის შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მშვიდობისდამცველების გაგზავნას. თუმცა ედუარდ ბასურინმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, 19 დეკემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სეპარატისტები მხარს უჭერენ საერთაშორისო მშვიდობისდამცველების გაგზავნას:

„რაც შეეხება მშვიდობისდამცველებს, ჯერ კიდევ ამ კონფლიქტის სულ დასაწყისში ვთავაზობდით რუსეთის ფედერაციას და გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ყველა ქვეყანას, რომ განეხილათ ეს საკითხი და გამოეგზავნათ მშვიდობისდამცველები. მაშინ უარი გვითხრეს. თუ უნდათ გამოგზავნა, გამოგზავნონ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გაგრძელება ექნება პრეზიდენტ პოროშენკოს იდეას თავად გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს. მოსკოვს ამჯერად დამატებითი მიზეზი აქვს დაბლოკოს უკრაინის პრეზიდენტის იდეა, რომელიც სავარაუდო პოლიციურ მისიაში რუსი მშვიდობისდამცველების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს:

„ამავდროულად, მტკიცედ უნდა განვაცხადო, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, არ შეიძლება და არც მიიღებს მონაწილეობას ამ სამშვიდობო ოპერაციაში“, განაცხადა 19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ევროკავშირს სურს ფინანსური დახმარება გაუწიოს უკრაინას და დაეხმაროს კონფლიქტში მყოფ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, რისთვისაც ევროკავშირი 2015 წელს უკრაინაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების გაგზავნას გეგმავს.

XS
SM
MD
LG