Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიმართ


მიკოლა სემენა
მიკოლა სემენა

ყირიმის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს აეკრძალა ყირიმიდან გამგზავრება, მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გენერალური პროკურატურის განმარტებით, ჟურნალისტ მიკოლა სემენას ბრალად ედება „მასმედიის საშუალებით მოწოდება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ“.

ყირიმიდან გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მთავარმა რედაქტორმა, ნენად პეიჩმა, გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ყირიმში პოლიციამ გაჩხრიკა შვიდი ადამიანის, მათ შორის რადიო თავისუფლების რამდენიმე კორესპონდენტის ბინები და „ამ ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთს ახლა 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება თავის სამუშაოსთან დაკავშირებული ბრალდებების გამო“.

ყირიმის გენერალური პროკურორი ნატალია პოკლონსკაია
ყირიმის გენერალური პროკურორი ნატალია პოკლონსკაია

იუწყებიან აგრეთვე, რომ ყირიმის გენერალური პროკურორი ნატალია პოკლონსკაია გამოვიდა მოწოდებით, დაიხუროს რადიო თავისუფლების ვებსაიტი, რომელიც ყირიმთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ეს ეხება ოკუპაციის გაკრიტიკებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG