Accessibility links

ამერიკის ხმა: ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წელი გავიდა. ყველა დაძაბულობის და არეულობის გათვალისწინებით, რაც დღევანდელ სამყაროში ხდება, იმედგაცრუებული ხართ შედეგებით?

ჰენრი კისინჯერი: “გული მწყდება, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით. მიმაჩნია რომ რუსეთი ნებისმიერი საერთაშორისო სისტემის განუყრელი ნაწილი უნდა იყოს. “ცივი ომის” დროს, მე ვეწინააღმეგებოდი იმას, რაც მაშინ საბჭოთა წნეხად მიმაჩნდა, მაგრამ მერე ჩავთვალე და ახლაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზა, რომლითაც რუსეთის და სხვა ქვეყნების თანამშრომლობაში ჩართვას შევძლებთ.”

ამერიკის ხმა: ეს ახლა უფრო რთული მისიაა, რადგანაც არიან ნატოს ოფიციალური პირები, რომლებიც ასე აცხადებენ, და ყოველ დღე რაღაც ხდება, რუსული თვითმფრინავები ევროპის თავზე დაფრინავენ და ასე შემდეგ.

ჰენრი კისინჯერი: “ჩვენ ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება გვმართებს. უკრაინას აქვს სრული უფლება იყოს თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ სხვა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა, როგორც სტრატეგიულ საგუშაგოსთან, გამყოფთან თუ როგორც დამაკავშირებელ ხიდთან. თუ უკრაინას რომელიმე მხარე აღიქვამს, როგორც გამყოფს, მე ვფიქრობ ეს ღრმა ანტაგონიზმს გამოიწვევს. მეორეს მხრივ, თუ არსებობს მზადყოფნა ერთობლივი მხარდაჭერა გავუწიოთ დამოუკიდებელ უკრაინას, სადაც უკრაინა ხდება ხიდი და არა გამყოფი, მაშინ ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ციცი ომი”

XS
SM
MD
LG