Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონის წარმომადგენლები: გამოძიება იკვლევს რუსეთის როლს ჰაკერულ თავდასხმებში


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს, იდგა თუ არა რუსეთი გასულ კვირაში კლინტონის მრჩევლის ელექტრონული ფოსტის გატეხვის უკან. კამპანიის თავმჯდომარე ჯონ პოდესტამ თქვა, რომ მან გამოძიების შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, როდესაც მას FBI-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. მიმოწერა გატეხილი ელექტრონული ფოსტიდან 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა „ვიკილიქსმა“. პოდესტას ცნობით, გამოძიება ამ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, ნაწილია უფრო ფართო მოკვლევისა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებზე ჰაკერულ თავდასხმებში რუსეთის როლს შეეხება. მისი თქმით, რუსეთის მცდელობა, ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში და გავლენა მოახდინოს მასზე რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, ყველა ამერიკელისათვის „უპირველესი მნიშვნელობისა“ უნდა იყოს. რუსეთის ელჩმა აშშ-ში 11 ოქტომბერს უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG