Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდი, როგორც კონფლიქტისპირა მუნიციპალიტეტი


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდი ერთ-ერთი დიდი თვითმმართველი ერთეულია, სადაც რეგიონის მოსახლეობის 37%-ზე მეტი ცხოვრობს. მას განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ აფხაზეთთან სიახლოვე.

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს დღის განმავლობაში ასობობით ადამიანი კვეთს, რომელთა შორის ეთნიკური აფხაზებიც არიან. ამასთან, დედაქალაქის შემდეგ ზუგდიდი მეორეა, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი და მათი სოციალური პრობლემები მუნიციპალიტეტში ყველაზე აქტუალურ თემად რჩება.

23 წელია დევნილები ზუგდიდის საბავშვო ბაღებში თუ მიტოვებულ შენობებში ცხოვრობენ. მათი ნაწილი სხვადასხვა დროს ხელისუფლებამ ახალი საცხოვრებლით დააკმაყოფილა, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ მძიმე პირობებში რჩება.

„ელემენტარული სველი წერტილი არ გვაქვს. წყალი ჭიდან დაგვაქვს. 22 წელია აქ ვცხოვრობ და ბინებზე საუბარი საერთოდ არ არის“;

„ჩვენი გადასვლა არ იქნა არაფრით. გვინდა გადასვლა. აქ მორიელმა შეგვჭამა, თაგვმა შეგვჭამა...“ - ამბობენ ზუგდიდის მეშვიდე საბავშვო ბაღში მცხოვრები მანველა ფანცხავა და გული ხუბულავა.

აპლიკაციის შევსება გრძელდება ორი თვის განმავლობაში, მაგრამ, დიდი ალბათობით, თუ მოხდა და საჭირო გახდა, ანუ დევნილებმა ამ ორი თვის განმავლობაში ვერ შეავსეს აპლიკაცია, ამ შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდება...
მანუჩარ ჩილაჩავა

განსახლების მოლოდინში მყოფი დევნილების საპასუხოდ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ ეტაპობრივად, მიმდინარე მშენებლობების დასრულებისთანავე, ყველა მიიღებს ბინას. ამასთან, 1 მარტიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება ბინების გაცემის მიზნით აპლიკაციების შევსება:

„ნოემბრის თვეში საცხოვრებელი ფართებით დევნილები დაკმაყოფილებული იქნებიან როგორც ბარამიას ქუჩაზე მშენებარე ბინებში, ასევე დემურიას ქუჩაზე. აპლიკაციის შევსება გრძელდება ორი თვის განმავლობაში, მაგრამ, დიდი ალბათობით, თუ მოხდა და საჭირო გახდა, ანუ დევნილებმა ამ ორი თვის განმავლობაში ვერ შეავსეს აპლიკაცია, ამ შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ.

ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე საკუთარ განცხადებებში ხშირად აღნიშნავენ, რომ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, პრიორიტეტულია ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფლები. სწორედ ამის გამო აშენდა ენგურის ხიდიდან რამდენიმე მეტრში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, მიმდინარეობს საავადმყოფოს მშენებლობა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„ეს არის 250 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც მოემსახურება როგორც სამეგრელოს მოსახლეობას, ისე ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის სოფელ რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის გახსნისას.

მიუხედავად მსგავსი პროექტების განხორციელებისა, სოფლის კრებებზე მოსახლეობა მთავარ პრობლემად მაინც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG