Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია კაციტაძე


მაია კაციტაძე
მაია კაციტაძე
10 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე. ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით "გიორგი ხუციშვილის სახელობის კონფლიქტების მართვისა და პრევენციის სამხრეთკავკასიური სკოლა". პროექტის მიზანია, სფეროს ექსპერტებისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცის შექმნა და ასევე სფეროში მოღვაწე იმ ახალგაზრდა ექსპერტების გამოვლენა, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებით არიან დაინტერესებულნი. საპილოტე პროგრამა მოიცავს შვიდდღიან სასწავლო კურსს. თითოეული დღე მიეძღვნება ერთ ექსპერტს და, შესაბამისად, ექსპერტის მიერ შერჩეულ საკითხს. საკითხებს შორისაა ეკონომიკური უსაფრთხოება; კავკასიის კონფლიქტები; კონფლიქტების პრევენცია და დარეგულირება; ქართულ-აფხაზური სამართლებრივი ურთიერთობები და სხვა.
please wait

No media source currently available

0:00 0:16:22 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG