Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუცია ჯიბეში 


კონსტიტუცია ჯიბეში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:45 0:00

14 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არტისტები, მარიამ ნატროშვილი და ნატუკა ვაწაძე, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მეგობრებთან ერთად გახსნეს მაღაზია-სახელოსნო "მფრინავი მღებავი", სადაც 80-იან წლებში ფაბრიკა "ნინოში" შეკერილ ტანსაცმელთან ერთად თანამედროვე ხელოვანთა მიერ შექმნილი კოლექციები იყიდება.

11 მარტს მაღაზიაში ახალი პროექტის, ტანსაცმლის კოლექცია "პაკოს", პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პოლიციურ რეჟიმზე არტისტულ რეფლექსიას ისახავს მიზნად.

"აქვს თუ არა პოლიციას უფლება ჯიბე ამოგიტრიალოს,აქვს თუ არა უფლება ნარკოლოგიურში იძულებით გადაგიყვანოს, რა უფლებები გაქვს და როგორ უნდა მოიქცე დაკავებისას,როგორ არის დაცული შეკრების, გამოხატვის ან რწმენის თავისუფლება, რა წერია კონსტიტუციაში და რა უფლებებია დაცული... “მფრინავი მღებავის” ახალი პროექტი “პაკო” ფერადი, მხიარული და აუცილებელი ტანსაცმელია.თუ პოლიციამ გაგაჩერა და ჯიბეები ამოგიტრიალა, იქ შენი უფლებები დახვდება. როცა შენი უფლებები იცი, როცა ჯიბეში კონსტიტუცია გიდევს, ერთით ნულით იგებ", - ამბობენ კოლექციის შემქნმელები.

კონსტიტუცია ჯიბეში 
please wait

No media source currently available

0:00 0:08:34 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG