Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში თავდამსხმელებს კრედიტი ჰქონდათ აღებული თავდასხმის მოსაწყობად


თავდამსხმელები - სიედ ფარუკი, ტაშფინ მალიკი
თავდამსხმელები - სიედ ფარუკი, ტაშფინ მალიკი

აშშ-ში ცოლ-ქმარს, რომელმაც გასულ კვირაში 14 ადამიანი მოკლა კალიფორნიაში თავდასხმისას, 28 ათასი დოლარის კრედიტი ჰქონდა აღებული. ამის შესახებ 8 დეკემბერს გამოაცხადეს გამომძიებლებმა. თავდასხმამდე ორი კვირით ადრე ფული გადაირიცხა 28 წლის სიედ რივან ფარუკის საბანკო ანგარიშზე. მას კრედიტი მისცა სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა საინტერნეტო საფინანსო ინსტიტუტმა „პროსპერმა“. ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ დანაშაულის დაფინანსების ამ მეთოდს. ცნობების თანახმად, ფარუკმა 10 ათასი დოლარი გამოიტანა 20 ნოემბერს და შესაძლოა, ფული გამოიყენა AR-15 ტიპის ორი ნახევრად ავტომატური იარაღის შესაძენად. ამას გარდა, თავდასხმის წინა დღეებში სამჯერ გადაირიცხა 5000-5000 დოლარი ფარუკის დედის, რაფიას ანგარიშზე. ცოლ-ქმარმა მცირეწლოვანი შვილი ბებიას დაუტოვა, სანამ სან-ბერნარდინოში 2 დეკემბერს თავდასხმას მოაწყობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG