Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქდმ-ის მორალური კონსტიტუცია


სოფო ბენაშვილი, თამარ გაბისონია (მარჯვნივ)
სოფო ბენაშვილი, თამარ გაბისონია (მარჯვნივ)
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. ცვლილებების მიზანი საზოგადოებაში ”მორალური სტანდარტების“ დამკვიდრებაა. კანონპროექტი ხუთ პუნქტს მოიცავს და გულისხმობს კონსტიტუციის ტექსტში სიტყვა ტრადიციულთან ”ქრისტიანულის” დამატებას და ისეთი საჯარო გამოთქმების აკრძალვას, რომლებიც რელიგიურ პრინციპებსა და საზოგადოებრივ მორალს ეწინააღმდეგება. ქრისტიან-დემოკრატები, მათივე განმარტებით, სოდომისეული ცოდვის აღსაკვეთად კონსტიტუციაში მოითხოვენ ისეთი შესწორებების შეტანას, რომლებიც უზნეო და გარყვნილ ადამიანებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას, თვითმმართველ და მმართველ ორგანოებს კი გამრყვნელი სათამაშო ბიზნესისა და კლუბების ლიცენზიების გაცემას აუკრძალავენ. დაბოლოს, კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტის მეხუთე პუნქტი ერთსქესიანი ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გამოცხადებას გულისხმობს. ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ კონსტიტუციის 36-ე მუხლში ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას აღიარებს. უფლებადამცავებმა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა ჰომოფობიად შეაფასეს. თემაზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა სადისკუსიო მაგიდასთან ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე თამარ გაბისონია და სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფო ბენაშვილი მიიწვია.


ქდმ-ის მორალური კონსტიტუცია
please wait

No media source currently available

0:00 0:14:17 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG