Accessibility links

ქუჩებს ქალების სახელები მიენიჭება


ეთუნა ნოღაიდელი, ნინო ხარაძე

ეთუნა ნოღაიდელი, ნინო ხარაძე

თბილისის საკრებულოს მონაცემებით, თბილისში 1200 ქუჩაა, რომლებსაც კონკრეტული პირების სახელები აქვს მინიჭებული. აქედან, 1120 ქუჩა კაცის სახელი აქვს, ქალის სახელი მხოლოდ 79 ქუჩას ჰქვია. 2014 წლის 16 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის მიხედვითაც, შემუშავდება ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკა და აღნიშნულ კამპანიაში მუნიციპალიტეტები ჩაერთვება.

ლია ჯახველაძე, ნინო ხარაძე

ლია ჯახველაძე, ნინო ხარაძე

კამპანია ასევე ითვალისწინებს, რომ ქუჩებისთვის/მოედნებისთვის სახელის დარქმევისას პრიორიტეტი მიენიჭოს იმ გამოჩენილი ქართველი ქალებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა საზოგადოებრივ მეხსიერებაში ფაქტობრივად დავიწყებული არიან. გადაცემის სტუმრები: ეთუნა ნოღაიდელი - ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გენდერული პროგრამების კოორდინატორი; ლია ჯახველაძე - თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG