Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურტ ვოლკერი: "წვრთნებმა საქართველოს მცდარი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას"


კურტ ვოლკერი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში
კურტ ვოლკერი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში

საქართველოში ნატოს ეგიდით ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ (Noble Partner) მიმდინარეობს. სწავლების მიზანი ქართული ასეულის ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნაა.

წვრთნების მნიშვნელობაზე „ამერიკის ხმა“ ნატოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს - კურტ ვოლკერს ესაუბრა.

რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან ნატოს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის სამეზობლოც არის.
კურტ ვოლკერი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში.

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის დროს ნატოში შეერთებული შტატების ელჩი იყო აცხადებს, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან ნატოს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის სამეზობლოც არის. თუმცა ვოლკერი ხაზგასმით ამბობს, რომ წვრთნებმა საქართველოს მცდარი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატო კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობას იღებს. ეს აყალიბებს ურთიერთობებს, ეხმარება საქართველოს დაახლოვებას უსაფრთხოების ძალებთან, რომ იქნებ ერთ დღესაც საქართველო ნატოს წევრი გახდეს, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა. მაგრამ ამჟამად ამ საკითხს ნატო აქტიურად არ განიხილავს, გულწრფელად რომ გითხრათ ეს არც საქართველოში განიხილება. კარგია წვრთნების ჩატარება, მაგრამ ნუ ჩავთვლით რომ ამით ნატო საქართველოს დაცვის პასუხისმგებლობას იღებს,“ ამბობს ვოლკერი.

მისი თქმით კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობაზეზე თვითონ ნატოს წევრებს შორის დიდი უთანხმოებაა, მის ბევრ წევრს არ სურს პარტნიორი ქვეყნების კრიზისების მართვაში ჩაერიოს. ამის პარალელურად რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.

„ვფიქრობ ახლა რუსეთს ძალიან აგრესიული პოზიცია აქვს. მან ყირიმის ანექსია მოახდინა, შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, მოახდინა მოლდოვის ოკუპაცია, აგრძელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციას, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ახლა კი მათთან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, რაც დე ფაქტო ანექსიაა. ამით რუსეთის საზღვრებმა ამ რეგიონების მეორე მხარეს გადაიწიადა მე ვერ ვხედავ, რომ ნატო ამის რამენაირად შეცვლას ცდილობდეს.“

უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას ვოლკერი იმ სამ მიზეზს ასახელებს, რომელიც მისი აზრით პუტინს წაახალისებს. პირველი პუტინის პოპულარობაა რუსეთში, მეორე - პუტინის მოლოდინი რომ რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ გაიზრდება და მესამე - დასავლეთის გადაწყვეტილება სამხედრო მეთოდებით არ უპასუხოს რუსეთის აგრესიას.

XS
SM
MD
LG