Accessibility links

logo-print

ფემიციდის წინააღმდეგ ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა


ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს, საქართველოს 20 ქალაქის მსგავსად, 25 ნოემბერეს ქუთაისშიც მშვიდობიანი აქციით შეუერთდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია, მოკლულ ქალთა სტატისტიკა კი - საგანგაშო. მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ პეტიციას, რომელიც აქციის მონაწილეებს ჟურნალისტმა ქეთევან ბერძენიშვილმა გააცნო.

აქცია, სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“, რომელიც ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული, მწერალი და ისტორიკოსი ტარიელ დათაშვილიც შეუერთდა. ტარიელ დათაშვილი ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს მენტალობით ხსნის.

ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო აქციის მონაწილე ხვიჩა დოღონაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ნაადრევი ქორწინებაა. ფემიციდის მოწინააღმდეგეთა შორისაა მხატვარი ლია უკლება. აქციას ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მის შესახებ აქციის მიმდინარეობის დროს შეიტყვეს.ქალთა ძალადობის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მსვლელობისას ქალთა მოძრაობის მიერ შემუშავებულ პეტიციას ქუთაისში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოაწერახელი.

XS
SM
MD
LG