Accessibility links

logo-print

მთავრობის გადაწყვეტილებას მომავალი წლის სექტემბრის თვიდან ყველა კატეგორიის პენსიას 10 ლარი მოემატოს ქუთაისში არაერთგვაროვნად აფასებენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის ფონზე არსებული 150-ლარიანი პენსია მინიმალურია, ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ კი, რომელიც ყოველი ახალი წლის დადგომას თან ახლავს, საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასები ნარჩუნდება. პენსიონერები ფიქრობენ, რომ მომავალ წელს 10 ლარით გაზრდილი პენსიით მათი მსყიდველუნარიანობა ვერ გაუმჯობესდება.

როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი, 67 წლის ლამარა ხუჯაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, 150-ლარიანი პენსიით ის მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ახერხებს და ამ თანხით სრულფასოვნად ცხოვრება შეუძლებელია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2015 წელს საპენსიო ფონდი, წლევანდელთან შედარებით, 400 ათასი ლარით გაიზრდება. დიმიტრი ხუნდაძე პენსიონეთა სამედიცინო მომსახურებას გამარტივებულად და ხელმისაწვდომად მიიჩნევს და მომავალ წელს ამ პროგრამის დაფინანსების გაზრდაზეც ლაპარაკობს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი ლამარა ხუჯაძე კი დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებითაც უკმაყოფილოა.

პენსიის რაოდენობისა და პენსიონერთა სამედიცინო მომსახურების თაობაზე მთავრობა და თავად პენსიონერები სხვადასხვა აზრის არიან.

XS
SM
MD
LG