Accessibility links

logo-print

2015 წლის 17 ივნისიდან საქართველოში ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული მაუწყებლობა ჩაანაცვლებს. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული გამოკითხვის მიხედვით, გვერდის მომხმარებელთა 87 % პროცესის შესახებ ინფორმირებულია; ამასთან, ხმის მიმცემი 6 500 მომხმარებლიდან 61 % მზადაა პროცესისთვის, 39 % კი ანალოგური მიწისზედა სიგნალის გათიშვას მოუმზადებელი ხვდება.

ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის -„სეთ-თოფ ბოქსის“- შეძენა. ტელევიზორების შეცვლა მხოლოდ იმ მომხმარებლებს მოუწევთ, რომელთა ტელევიზორებს არ უერთდება RCA ტიპის კაბელი. ვისაც უკვე აქვს თანამედროვე ტელევიზორი, რომლის ფუნქციონალი შეესაბამება საქართველოში ციფრული ტელევიზიებისთვის განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს,დასჭირდება მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა. ამასთან, იმ ოჯახებისთვის რომლებიც კაბელური მაუწყებლობის მომსახურებით ან ე.წ. თეფშებით სარგებლობენ, არც ტელევიზორის გამოცვლაა საჭირო და არც „სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა მცირე ნაწილმა თადარიგის დაჭერა შეძლო და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მომზადებული ხვდება, თუმცა უფრო დიდ ნაწილს არც ზუსტი ინფორმაცია აქვს და, სოციალური პრობლემების გამო, ვერც მომზადებას ახერხებს. რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ „სეთ-თოფ ბოქსის“ ყიდვას ვერ შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობებსა და ტექნიკის მაღაზიებში მათი ფასი 30-დან 80 ლარამდე მერყეობს.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია, მთავრობამშეისყიდასერტიფიცირებული „სეთ-თოფ ბოქსები“ და მომხმარებლებსსაქართველოს ფოსტის რაიონულ სერვისცენტრებში ურიგდებათ. როგორც საქართველოს ფოსტის ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, მოწყობილობის დარიგება დაწყებულია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებისთვისკი ფოსტაუზრუნველყოფს „სეთ-თოფ ბოქსების“ მიტანას საცხოვრებელ ადგილზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები სპეციალური მოწყობილობის მიღებას დადებითად აფასებენ.

კომპანია „უნიკომის“ გაყიდვების მენეჯერის ვახტანგ ხოჯაშვილის თქმით, ბოლო დროს გაიზარდა მომხმარებელთა მოთხოვნა ,,სეთ-თოფ ბოქსის" შეძენაზე. მისივე ინფორმაციით, სპეციალური მოწყობილობა მხოლოდ გარკვეული ტიპის ტელევიზორებზე მონტაჟდება.

ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობისფართომასშტაბიანრეფორმას წარმოადგენს, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც საკაბელო ტელევიზიითა და ე.წ. თეფშებით ვერ სარგებლობს, გამოსავლის ძიებაშია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG