Accessibility links

ხშირი ნალექის დროს კალაპოტიდან გადმოდის და მოსახლეობას ტბორავს მდინარე ოღასკურა, რომელიც ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე მოედინება. ადიდების შედეგად მდინარის წყლით იფარება ქალაქის ცენტრალურ და გარეუბნებში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოები, სარდაფები, ეზოები და კერძო სახლების პირველი სართულებიც კი. მდინარე განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობას. ადგილობრივები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას და მდინარის კალაპოტის გაწმენდას სისტემატურად ითხოვენ, რადგან მდინარის წყლის ჩამონატანი ხე-ტყის მასალა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები კალაპოტს ავიწროებს და წყლის გასვლას ხელს უშლის.

მოსახლეობა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებსაც ადიდებული მდინარე ქმნის ხოლმე, ადგილობრივები ანტისანიტარიის გამოც ჩივიან.

მდინარე ოღასკურის კალაპოტის დასუფთავებისა და მისი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისთვის მოქალაქეთა ნაწილი რამდენიმე წელიათვითმმართველობას მიმართავს. გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ნატო ქათამაძის ინფორმაციით, შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე მან შესაბამის სამინისტროებს გასულ წელს მიმართა და მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს დღეებში უნდა დამტკიცდეს. ნატო ქათამაძისავე განცხადებით, პროექტი განხორციელდება ჭონქაძის ქუჩიდან - იქ, სადაც მდინარე ქალაქში შემოდის - და 6 ათასი მეტრის სიგრძეზე ამოშენდება საყრდენი კედლები და მოეწყობა მოაჯირები, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან2 მილიონ ლარზე მეტი თანხის გამოყოფა იგეგმება.

მდინარე ოღასკურა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ნაკრძალ სათაფლიის მთის მიდამოებში იღებს სათვეს და ქუთაისში ჭონქაძის ქუჩიდან ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე ქუჩაზე მიედინება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG