Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისი, უცვლელი პრიორიტეტებით და გაზრდილი მოთხოვნებით


ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას შემუშავებული და ბიუჯეტი გაწერილი აქვს ქალაქის განვითარების ხელშესაწყობად პრიორიტეტები. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 50 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვაა გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული და ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაფინანსების პროგრამებისთვის. პროექტის მიხედვით, პრიორიტეტულია ასევე სკოლამდელი განათლება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურიზმის განვითარება და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება. შეიძლება ითქვას, პრიორიტეტები ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია, იცვლება მხოლოდ თანხის ოდენობა და იგი თითქმის ყველა პროგრამაშია გაზრდილი. საერთო ჯამში, ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2015 წლის დაგეგმილ ბიუჯეტს 3 მილიონი ლარით აღემატება და წლის განმავლობაში სხვადასხვა ფონდებიდან მოძიებული თანხებით მისი გაზრდა იგეგმება. როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი აცხადებს, მზარდი ბიუჯეტი, ქალაქის სხვადასხვა კუთხით განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქალაქის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური თუ დასაქმების პრობლემების მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ამ გზით ინვესტორების დაინტერესებას მიიჩნევს საჭიროდ ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ქუთაისელთა ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ კონკრეტული წინადადება აქვს, ნაწილი კი დასაქმებას, მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად ინვესტორების მოზიდვას, ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მომსახურების სფეროს განვითარებას ითხოვს.

როგორც მოქალაქეთა საპასუხოდ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურში აცხადებენ, წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნდება ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გეგმა, რომელიც გასულ წელს მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციებით იქმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG