Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი: პეტრიაშვილის დაჭრის „შემზარავ ფაქტზე“ რეაგირება ძალიან მკაცრი უნდა იყოს


გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს. კვირიკაშვილის განცხადებით, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა გამოიძიონ და ამ „შემზარავ ფაქტზე“ რეაგირება ძალიან მკაცრი უნდა იყოს. „მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ალექსი პეტრიაშვილი თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. პეტრიაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-მა გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას პეტრიაშვილი იმყოფებოდა დიპლომატ ლევან მიქელაძის საფლავზე. 45 წლის პეტრიაშვილი 2012-2014 წლებში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG